მზის სტრუქტურა

მზის სტრუქტურა



მზის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილი მზეა — მთავარი მიმდევრობის G2 ტიპის ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემის მასის 99,86%-ია. იგი გრავიტაციულად დომინირებს მთელ სისტემაში. მზის ოთხი უდიდესი პლანეტა — გაზური გიგანტები, დანარჩენი მასის 99%-ია, მარტო იუპიტერი და სატურნი კი 90%-ზე მეტი.

მზის გარშემო მოძრავი დიდ ობიექტთა უმეტესობა დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან ახლოს (სახელად ეკლიპტიკა) მოძრაობენ. პლანეტები ძალიან ახლოს არიან ეკლიპტიკასთან, ხოლო კომეტებს და კოიპერის სარტყლის ობიექტებს ხშირად შედარებით დიდი დახრილობა აქვთ ეკლიპტიკის მიმართ. ყველა პლანეტა და სხვა ობიექტთა უმეტესობა იმავე მიმართულებით ბრუნავს, საითაც მზე. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად ჰალეის კომეტა.

მზის სისტემის საერთო სტრუქტურას მზე შეადგენს - ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტებით, რომლებიც გარშემორტყმულია ასტეროიდული სარტყლით, და ოთხი გაზის გიგანტი, რომელთაც გარს კოიპერის სარტყლის გაყინული ობიექტები აკრავთ. ზოგჯერ, ასტრონომები ამ სტრუქტურას ორ რეგიონად ყოფენ. შიდა მზის სისტემა მოიცავს 4 კლდოვან პლანეტას და ასტეროიდულ სარტყელს. გარე მზის სისტემა კი ასტეროიდების გაღმა ვრცელდება, 4 გაზური გიგანტის ჩათვლით.

მზის სისტემაში პლანეტეთა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობენ, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტარული ობიექტები არიან - ბუნებრივი თანამგზავრები ან მთვარეები (ორი მათგანი პლანეტა მერკურიზე დიდია), ან გაზური გიგანტების შემთხვევაში პლანეტარული რგოლები. ეს უკანასკნელი პაწაწინა ნაწილაკების თხელი ჯგუფია, რომლებიც შეთანხმებულად მოძრაობენ პლანეტის გარშემო. უდიდეს მთვარეთა უმეტესობა სინქრონულ ბრუნვაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარე მუდამ ერთი მხარითაა მიბრუნებული თავის დედაპლანეტასთან (სპინ-ორბიტალური რეზონანსი 1:1... ამის გამო ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ "ახლო მხარეს").









კეპლერის პლანეტარული მოძრაობის კანონები ობიქტების მოძრაობას აღწერენ მზის გარშემო. ამ კანონების თანახმად, თითოეული ობიექტი ელიფსურად მოძრაობს მზის გარშემო, ერთი ცენტრის გარშემო. ობიექტები, რომლებიც მზესთან უფრო ახლოს მდებარეობენ (მათ შედარებით მცირე დიდი ნახევარღერძები აქვთ) უფრო სწრაფად მოძრაობენ, რადგან ისინი მზის გრავიტაცია მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს (რადგან ახლოსაა). ელიფსურ ორბიტაზე, სხეულის დაშორება მზიდან წლის განმავლობაში იცვლება. სხეულის უახლოეს წერტილს მზემდე ეწოდება პერიჰელიუმი, ხოლო უშორესს აფელიუმი. პლანეტების ორბიტები თითქმის წრიულია, მაგრამ ბევრი კომეტა, ასტეროიდები და კოიპერის სარტყლის ობიექტები ძალზე ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობენ. მზის სისტემაში სხეულების პოზიციების წინასწარმეტყველება შესაძლებელია რიცხობრივი მოდელების გამოყენებით.




წყარო: wikipedia.com

No comments:

Post a Comment