30 საინტერესო ფაქტი



უბრალოდ ფაქტები









1.ყოველთვის, როდესაც ვუყურებთ სავსე მთვარეს, ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე მხარეს. 





2.ყველაზე გრძელი მზის დაბნელება გაგრძელდა 7.31 წუთი.






3.კომეტა ჰალეი დედამიწას ყოველ 75-76 წელში ჩაუვლის.





4.კოსმოსში არანაირი ბგერა არ არის.





5.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა (მზის სისტემაში) რომელსაც ღმერთების სახელი არ ქვია.





6.სავსე მთვარე 9_ჯერ ნათელია, ვიდრე ნახევარმთვარე.





7.ვენერა ერთადერთი პლანეტაა,რომელიც ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.




8.ყოველწლიურად მზე კარგავს 360 მილიონ ტონას.



9.თუ თქვენ გაემართებით მზისკენ 88.5კმ/სთ სიჩქარით,მზემდე მისაღწევად დაგჭირდებათ 193 წელი.



10.წყალბადი ყველაზე უხვი ელემენტია სამყაროში.



11.მთვარის ზომა დედამიწის ზომის 27%_ია.





12.ყოველ წელიწადს დედამიწაზე დაახლოებით 500_მდე მეტეორიტი ეცემა.





13.ამერიკელების 45%_მა არ იცის რომ მზე ვარსკვლავია.








14.ჰიპარხეს (Ἵππαρχος, Hipparkhos) ძვ.ბერძენი ასტრომის მიერ, შექმნა პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჩვ.წელთაღრიცხვამდე 150 წელს.






15.მზის სისტემის მასის 99% კონცენტრირებულია მზეზე. ერთ წუთში მზე ქმნის უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე მთელი დედამიწა ხარჯავს წელიწადში. მზის სინათლის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასაკი 30 ათასი წელია.




16.ენერგიას, რომელსაც ჩვენ მზისგან ვიღებთ, წარმოიშვა მის გულში 30 ათასი წლის წინ – ზუსტად ამდენი დროა აუცილებელი, რომ ფოტონებმა (სინათლის ნაწილაკებმა) ”გააღწიონ” მნათობის ცენტრიდან მის ზედაპირამდე. ამის შემდეგ ისინი დედამიწამდე აღწევენ მხოლოდ 8 წუთის შემდეგ. მზის გულის ტემპერატურა 13 მილიონ გრადუსზე მეტია და მთელმა გამომუშავებულმა ენერგიამ თავდაპირველად უნდა გაიაროს სინათლის სხვა გამოსხივების მრავალრიცხოვანი შროვანი ზედაპირი.







17.მარსის ჩრ.პოლუსის ყინულის საფარველის მაქსიმალური სისქეა _ 2.5 კმ .








18.Capella_ ყველაზე კაშკაშა ყვითელი , ორმაგი ვარსკვლავია თანავარსკვლავედიდან წარმოქმნილი 42.2 სინათლის წლის დაშორებით, ასევე მეექვსე ვარსკვლავი სიკაშკაშით ცაზე. მისი სახელწოდება ნიშნავს ”პატარა თხას”





19.დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველ დღე. თუ ობობას ქსელს გავჭიმავთ ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავამდე თანავარსვლავედ კენტავრამდე , მაშინ მისი წონა იქნებოდა 500 ათასი ტონა.




20.ავტომობილს, რომელიც მოძრაობს საშუალო სიჩქარით 60 მილი საათში, დასჭირდებოდა დაახლოებით 48 მილიონი წელი, რათა მიეღწია უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის შემდეგ) კენტავრამდე.





21.10 წუთში კოსმოსურ ხომალდს შეუძლია 1 მლნ.კვ/კმ დედამიწის ზედაპირის ფოტოგრაფირება, მაშინ როცა თვითმფინავიდან ასეთი ზედაპირის გადაღებას 4 წელი სჭირდება, ხოლო გეოგრაფებსა და გეოლოგებს ამისთვის ალბათ არანაკლებ 80 წელი დასჭირდებოდათ.





22.”სმიტის ღრუბლები” (დაბლა მარჯვნივ) განლაგებულია დაახლოებით 12 ათასი პარსეკით (ვარსკვლავური მანძილების საზომი ერთეული უდრის 3.26 სინათლის წელიწადს [30.84*10(12 ხარისხში) კმ-ს ანუ 30.840 მლრდ კმ-ს). ”ირმის ნახტომიდან”. ის მოძრაობს ჩვენს მხარეს დაახლოებით 300 კმ/წმ სიჩქარით. შეჯახება (ეს ადგილია მონიშნულია X-ით) გამოიწვევს ახალი ვარსკვლავეის დაბადებას. ყვითელი წერტილი აჩვენებს მზის ადგილმდებარეობას 





23.ჩვენგან ახლომდებარე (მზის შემდეგ) ვარსკვლავთან (კენტავრი)დაშორება _ 4,24 სინათლის წელია




24.მზის სისტემის ყველა პლანეტა თავისუფლად განთავსდებოდა პლანეტა იუპიტერის შიგნით



25.ღია კოსმოსში პირველი გასვლის ხანგრძლივობამ (ალექსეი ლეონოვი) 12 წამი შეადგინა





26.ორბიტული სადგური “Мир” ორბიტაზე გავიდა 1986 წლის 20 თებერვალს. ამ სადგურის მთელი არსებობის ისტორიაში , მასზე იმყოფებოდა 135 ადამიანი 11 ქვეყნიდან და 14 ტონაზე მეტი სხვადასხვა სამეცნიერო აპარატურა.
სადგური “Мир” საერთო მასა _ 36 ტონაზე მეტია.
                     




27.ერთი ”წლის” ხანგრძლივობა პლუტონზე _ 247.7 დედამიწის წელია





28.მთვარის ყველაზე დიდ კრატერს, რომელიც დედამიწიდან ჩანს, ეწოდება ”სიკვდილის ველი”. მისი ფართობი დაახლოებით 26 000 კვადრატული მილია.




29.ყველაზე ცხელი პლანეტაა _ ვენერაა. იგი ღერძის ირგვლივ საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალებს – დაახლოებით 243 დედამიწის დღე-ღამე, – მეტი , ვიდრე მზის გარშემო ( 224,7 დღე-ღამე), ამიტომაც ვენერაზე ”დღე-ღამე” წელიწადზე გრძელია.




30.მზის ზედაპირის ფართობი, ზომით საფოსტო მარკისა ანათებს ისეთივე ენერგიით , როგორც 1 500 000 სანთელი.



წყარო: ucnauri.com



No comments:

Post a Comment