Wednesday, January 16, 2013

ფიქრები მომავალზე

ბლოგის კეთების დროს გამახსენდა ჩემი გეოგრაფიის  მასწავლებელი  რომელიც   გველაპარაკებოდა  დედამიწაზე  სასიცოცხლო  რესურსების   ამოწურვასა  და  სხვადასხვა ასტეროიდებთან   შესაძლო  შეჯახებაზე.  ამის  გახსენების   შემდეგ ცოტაარიყოს  შეშინებულმა  დავიწყე  მასალის  ძიება: მზეზე, თანავარსკვლავედებზე, თუ  რა გავლენას  ახდენს  მზე  ჩვენს პლანეტაზე,  გადავაწყდი  ძალიან  ბევრ  საინტერესო  ინფორმაციას, წავიკითხე  ნასას  მიერ  მოპოვებული  უკანასკნელი ცნობები  და  დავრწმუნდი,  რომ  კიდევ  ძალიან  დიდხანს იკაშკასებს  მზე  და  მის  გარშემო  კვლავ  იბრუნებს  დედამიწა.

Thursday, December 27, 2012

ნასა










ნასა (NASA - National Aeronautics and Space Administration) — აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში. დაარსდა 1958 წლის 29 ივლისს.

არსებობის 54 წლის მანძილზე, NASA–ს ბევრი დამარცხება და ბევრად უფრო მეტი გამარჯვება ხვდა წილად. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი იარაღი დაა ფლაგმანი კოსმოსურ რბოლაში (Space Race) საბჭოთა კავშირთან. კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხებში საბჭოეთის პიონერობა და წარმატებები აღმოჩნდა ის კატალიზატორი ამერიკისთვის, რომელმაც სათავე დაუდო დღეისათვის ისეთ ძლიერ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს როგორიცაა NASA, რომელსაც თავისი მაშტაბურობითა და პროექტების გრანდიოზულობით ვერ შეედრება ვერც ერთი ევრაზიული კოსმოსური ცენტრი.

თანავარსკვლავედები


                                    ვარსკვლავები და  თანავარსკვლავედები


                                             





დავაკვირდეთ ვარსკვლავებიან ცას უმთვარო ღამით სხვადასხვა სიკაშკაშისა და ფერის ვარსკვლავები შეიძლება სხვადასხვა ფორმის ფიგურებად-თანავარსკვლავედებად დავაჯგუფოთ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ადამიანი უძველესი დროიდან სახელებს არქმევდა, მათ ურთიერთგანლაგებას იმახსოვრებდა და ჯერ კიდევ მრავალი ათასი წლის წინ შეამჩნია,რომ თანავარსკვლავედის მოხაზულობა არ იცვლება. თანავარსკვლავედის მოხაზულობასა და ურთიერთგანლაგებას ჩვენი წინაპრები ხშირად მითოლოგიურ პერსონაჟებსა და ლეგენდებს უკავშირებდნენ. იმ უძველეს დროს თანავარსკვლავედებისათვის შერქმეული სახელები დღევანდელმა მეცნიერებმა,უმეტეს წილად,აღარ შეცვალეს, თუმცა ძველი ბერძნების წინაპრების ფანტაზიამ შეიძლება გაგვაკვირვოს. რამ დაარქნევინა, მაგალითად, „დიდი დათვის’’ სახელი (სურ.1) თანავარსკვლავედს?!

თანვარსკვლავედები ს საზღვრები სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვაგვა- რად ჰქონდათ წარმოდგენილი. მაგალითად, ამჟამინდელი ყაზახეთის უკიდეგანო სტეპებში მომთაბარე ხალხები, რომლებსაც არაფერი სმენოდათ ბერძნებისა და მათი მითების შესახებ, დიდი და მცირე დათვის თანავარსკვლავედებს აერთიანებდნენ მათთვის უფრო ჩვეულებრივი წარმოდგენების საფუძველზე: პოლალურ ვარსკვლავს, რომელსაც მუდამ ერთი და იგივე მდებარეობა უკავია მათ „რკინის პალო’ („თემირ ყაზიკ’’) უწოდეს, ხოლო დანარჩენი ვარსკვლავები წარმოედგინათ, როგორც გრძელი აღვირით ამ პალოზე დაბმული ცხენი .

თანავარსკვლავედების ამჟამად დაკანონებული საზღვრები საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესებზე მიღებული შეთანხმებებით განისაზღვრება და, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გადაფარავს. თანავარსკვლავედის საზღვრებში, გარდა კაშკაშა ვარსკვლავებისა, მრავალი სუსტი ვარსკვლავიცაა. თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს, ჩვეულებრივ, ამ თანავარსკვლავედის α -ს უწოდებენ სიკაშკაშით მომდევნოს β-ს და ა.შ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს საკუთარი სახელები აქვთ. მაგალითად, მცირე დათვის α არის პოლარული ვარსკვლავი, გედის თანავარსკვლავედის α - დენები, ვარსკვლავთა შორის ყველაზე კაშკაშა-სირიუსი- არის დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის α. ჩრდილოეთის ნახევარსფეროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი-არქტური- მენახირის თანავარსკვლავედის α.

დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვიდი კაშკაშა ვარსკვლავის-- „ჩამჩის’’ მიხედვით ცაზე ადვილად იძებნება სხვა რამდენიმე თანავარსკვლავედიც.

მცირე დათვი, კასიოპეა, ცეფეოსი . პოლარული ვარსკვლავის-მცირე დათვის α-ს პოვნა თქვენ ნასწავლი გაქვთ გეოგრაფიის კურსში: დიდი დათვის „ჩამჩის’’ ორ კიდურა α და βვარსკვლავებზე გავავლოთ წარმოსახვითი წრფე და 5-ჯერ გადავზომოთ მასზე (α-დან მოყოლებული) αβ მონაკვეთი (სურ2). ნაპოვნი წერტილის მახლობლად დავინახავთ პოლარულ ვარსკვლავს- მცირე დათვის α-ს. შევაერთოთ პოლარული ვარსკვლავი „ჩამჩის’’ ტარის ბოლო ვარსკვლავთან- დიდი დათვის η- სთან. მიღებული მონაკვეთის შუა წერტილთან ახლოს დავინახავთ მცირი დათვის სიკაშკაშით მეორე და მესამე, β და γ ვარსკვლავებს. მათი განლაგების მიხედვით ადვილია მცირე დათვის დანარჩენი, უფრო მკრთალი ვარსკვლავების პოვნაც.

შევაერთოთ „ჩამჩის’’ ტარის ბოლოდან მესამე ვარსკვლავი--დიდი დათვის ε -პოლარულ ვარსკვლავთან და გავაგრძელოთ ეს წარმოსახვითი წრფე დაახლოვებით ერთ იმდენივეზე ის მიებჯინება კასიოპეას თანავარსკვლავედის γ ვარსკვლავს. ამ თანავარსკვლავედის მოხაზულობა წააგავს ასო M-ს ან W-ს.

კასიოპეას და მცირე დათვის თანავარსკვლავედების სიახლოვეს მდებარეობს ცეფეოსის თანავარსკვლავედი, რომლის შედარებით კაშკაშა ვარსკვლავები ხუთკუთხედის წვეროებსია განლაგებული ამ თანავარსკვლავედის δ პერიოდულად იცვლის სიკაშკაშეს (5 დღ. 8სთ. 47წთ. პერიოდით). შემდგომში მსგავსი, პერიოდულად ცვალებადი სიკაშკაშის ვარსკვლავები სხვა თანავარსკვლავედებშიც აღმოაჩინეს, ასეთ ვარსკვლავებს ცეფეიდები უწოდეს. მათი შესწავლის შედეგად აღმოჩენილი იქნა სამყაროს აგებულების მნიშვნელოვანი კანონზომიერებანი.

პერსევსი, ანდრომედა, პეგასი .ბერძნული მითი მოგვითხრობს, რომ მეფე ცეფეოსის და დედოფალ კასიოპეას მშვენიერი ასული ანდრომედა საშინელი ურჩხულის შესაჭმელად იყო განწირული, კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედა დაიხსნა მფრინავ ცხენზე პეგასზე ამხედრებულმა გმირმა პერსევსმა. ამ მითის მონაწილეთა სახელები უწოდეს კასიოპეასა და ცეფეოსის მახლობლად განლაგებულ თანავარსკვლავედებს.

პერსევსის თანავარსკვლავედის მოხაზულობაბერძნული ასოλ-სან გაშლილ ფარგალს წააგავს. ის მოჩანს კასიოპეას γ და δ ვარსკვლავემზე გამავალი წრფის გაგრძელებაზე. პერსევსის β-ს ცვალებადი სიკაშკაშის მოწითალო ვარსკვლავს-- არაბებმა, რომლებმაც ძველთაგანვე შეამჩნიეს მისი ცვალებადობა, უწოდეს ალგოლი (ეშმაკის თვალი). ალგოლის ცვალებადობაზე დაკვირვებამაც სამყაროს მრავალი საიდუმლოს ახსნამდე მიიყვანა მეცნიერები.

პერსევსის სიახლოვეს, ერთმანეთისაგან დაახლოებით თანაბარ მანძილზე, კასიოპეას α და δ ვარსკვლავებზე გამავალი წრფის პარალელურად, მოჩანს ანდრომედას თანავარსკვლავედის სამი კაშკაშა β, γ და δ ვარსკვლავი (სურ3). ანდრომედას თანავარსკვლავედში შეიძლებადა დავინახოთ ძალზე საინტერესო ობიექტი-- ანდრომედას ნისლეული . ის მოჩანს ანდრომედას δ-ს და კასიოპეას α-ს შემაერთბელ წრფეზე. ხანგრზლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოსურათებზე ანდრომედას ნისლეულის დიამეტრი თითქმის ექვსჯერ აღემატება სავსე მთვარის დიამეტრს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ამ ადგილზე მხოლოდ პატარა, გადღაბნილ მნათ ლაქას ვხედავთ ნისლეულის ნაპირები ძალზე მკრთალია და მხოლოდ ფოტოსურათებზე ხდება მათ დაფიქსირება. ანდრომედას ნისლეული არის ჩვენგან წარმოუდგენლად შორს მდებარე ვარსკვლავების გიგანტური ერთობლიობა -- გალაქტიკა M 31.

პეგასის თანავარსკვლავედი გადაბმულია ანდრომედას თანავარსკვლავედთან. ანდრომედას α ვარსკვლავთან ერთად. პეგასის სამი α,β და γ ვარსკვლავი შეადგენს თითქმის ზუსტ დიდ კვადრატს.





გედი, ქნარი, არწივი .კასიოპეას მოპირდაპირე მხარეს, ცეფეოსის თანავარსკვლავედის თითქმის სიმეტრიულად მოჩანს ქნარის და გედის თანავარსკვლავედები, ხოლო კიდევ მოშორებით-- არწივის თანავაღსკვლავედი. ამ სამი თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავები- ალტაირი (α არწივის), ვეგა ( α ქნარის) და დენები ( α გედის) ადგენენ თითქმის ტოლფერდა სამკუთხედს, რომელსაც „ზაფხულის სამკუთხედს“ უწოდებენ- ეს თანავარსკვლავედები ივნის-აგვისტოში თითქმის ზენიtში მოჩანს.

ორიონი. ზამთრის სამკუთხედი . ნოემბერ- დეკემბერში, მზის ჩასვლის შემდეგ, ცის აღმოსავლეთ მხარეს მოჩანს ერთ-ერთი ულამაზესი თანავარსკვლავედი- ორიონი. წელიწადის განმავლობაში, მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწის მოძრაობის გამო, ეს თანავარსკვლავედი , მსგსვსად ყველა სხვა თანავარსკვლავედისა, იცვლის მდებარეობას დედამიწის მიმართ. იანვარ-თებერვალში ის ცის სამხრეთ ნაწილშია, ხოლო აპრილში - ცის დასავლეთ მხარეს გადაინაცვლებს და მზის ჩასვლის შემდეგ სულ მცირე დროის განმავლობაშიღა მოჩანს. ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს დაკვირვებისათვის ძალზე საინტერესო რამდენიმე ობიექტი. ორიონის ქვედა ნმარჯვენა კუთხეში კიაფობს თეთრი ფერის რიგელი, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში-მოწითალო ფერის ბეტელგეიზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჩვენთვის ცნობილთაგან. სამ ერთმანეTის ახლოს მდებარე ვარსკვლავს თანავარსკვლავედის შუა ნაწილში უწოდებენ ორიონის სარტყელს . ორიონის სარტყელის გაგრძელებაზე მოჩანს სირიუსი- ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი (დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის α ). სირიუსი ცის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, მისგან ზემოთ, ორიონის α და γ ვარსკვლავებზე გამავალი წრფის მახლობლად, ჩანს მოყვითალო პროციონი- მცირე ქოფაკის თანავარსკვლავედის α. ბეტელგეიზე, პროციონი და სირიუსი თითქმის წესიერი სამკუთხედის წვეროებშია განლაგებული. მას ზამთრის სამკუთხედს უწოდებენ. ორიონის სარტყელის შუა ნაწილში მისგან მართობული მიმართულებით მოჩანს ორიონის დიდი ნისლეული - ვარსკვლავთშორისი მტვერისა და აირების კონდენსაციის შედეგად, ამჟამადაც გრძელდება ვარსკვლავების დაბადების პროცესები.


გამოყენებული ლიტერატურა:
სამყაროს ფიზიკა_ელენე სურგულაძე, მანანა კასრაძე, ილია ლომიძე
მეცნიერების ენციკლოპედია_ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სამეცნიერო ენციკლოპედია_ ოქსფორდის

საუბარი ასტრონომიაზე_ევგენი ხარაძე

30 საინტერესო ფაქტი


უბრალოდ ფაქტები




1.ყოველთვის, როდესაც ვუყურებთ სავსე მთვარეს, ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე მხარეს.  






2.ყველაზე გრძელი მზის დაბნელება გაგრძელდა 7.31 წუთი
.





3.კომეტა ჰალეი დედამიწას ყოველ 75-76 წელში ჩაუვლის.






4.კოსმოსში არანაირი ბგერა არ არის.





5.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა (მზის სისტემაში) რომელსაც ღმერთების სახელი არ ქვია.







6.სავსე მთვარე 9_ჯერ ნათელია, ვიდრე ნახევარმთვარე.








7.ვენერა ერთადერთი პლანეტაა,რომელიც ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით. 


                                





8.ყოველწლიურად მზე კარგავს 360 მილიონ ტონას.



9.თუ თქვენ გაემართებით მზისკენ 88.5კმ/სთ სიჩქარით,მზემდე მისაღწევად დაგჭირდებათ 193 წელი.



10.წყალბადი ყველაზე უხვი ელემენტია სამყაროში.




11.მთვარის ზომა დედამიწის ზომის 27%_ია.







12.ყოველ წელიწადს დედამიწაზე დაახლოებით 500_მდე მეტეორიტი ეცემა.






13.ამერიკელების 45%_მა არ იცის რომ მზე ვარსკვლავია.








14.ჰიპარხეს (Ἵππαρχος, Hipparkhos) ძვ.ბერძენი ასტრომის მიერ, შექმნა პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჩვ.წელთაღრიცხვამდე 150 წელს.






15.მზის სისტემის მასის 99% კონცენტრირებულია მზეზე. ერთ წუთში მზე ქმნის უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე მთელი დედამიწა ხარჯავს წელიწადში. მზის სინათლის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასაკი 30 ათასი წელია.






16.ენერგიას, რომელსაც ჩვენ მზისგან ვიღებთ, წარმოიშვა მის გულში 30 ათასი წლის წინ – ზუსტად ამდენი დროა აუცილებელი, რომ ფოტონებმა (სინათლის ნაწილაკებმა) ”გააღწიონ” მნათობის ცენტრიდან მის ზედაპირამდე. ამის შემდეგ ისინი დედამიწამდე აღწევენ მხოლოდ 8 წუთის შემდეგ. მზის გულის ტემპერატურა 13 მილიონ გრადუსზე მეტია და მთელმა გამომუშავებულმა ენერგიამ თავდაპირველად უნდა გაიაროს სინათლის სხვა გამოსხივების მრავალრიცხოვანი შროვანი ზედაპირი.





17.მარსის ჩრ.პოლუსის ყინულის საფარველის მაქსიმალური სისქეა _ 2.5 კმ .




18.Capella_ ყველაზე კაშკაშა ყვითელი , ორმაგი ვარსკვლავია თანავარსკვლავედიდან წარმოქმნილი 42.2 სინათლის წლის დაშორებით, ასევე მეექვსე ვარსკვლავი სიკაშკაშით ცაზე. მისი სახელწოდება ნიშნავს ”პატარა თხას”






19.დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველ დღე. თუ ობობას ქსელს გავჭიმავთ ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავამდე თანავარსვლავედ კენტავრამდე , მაშინ მისი წონა იქნებოდა 500 ათასი ტონა.






20.ავტომობილს, რომელიც მოძრაობს საშუალო სიჩქარით 60 მილი საათში, დასჭირდებოდა დაახლოებით 48 მილიონი წელი, რათა მიეღწია უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის შემდეგ) კენტავრამდე.





 21.   10 წუთში კოსმოსურ ხომალდს შეუძლია 1 მლნ.კვ/კმ დედამიწის ზედაპირის ფოტოგრაფირება, მაშინ როცა თვითმფინავიდან ასეთი ზედაპირის გადაღებას 4 წელი სჭირდება, ხოლო გეოგრაფებსა და გეოლოგებს ამისთვის ალბათ არანაკლებ 80 წელი დასჭირდებოდათ.





22 .”სმიტის ღრუბლები” (დაბლა მარჯვნივ) განლაგებულია დაახლოებით 12 ათასი პარსეკით (ვარსკვლავური მანძილების საზომი ერთეული უდრის 3.26 სინათლის წელიწადს [30.84*10(12 ხარისხში) კმ-ს ანუ 30.840 მლრდ კმ-ს). ”ირმის ნახტომიდან”. ის მოძრაობს ჩვენს მხარეს დაახლოებით 300 კმ/წმ სიჩქარით. შეჯახება (ეს ადგილია მონიშნულია X-ით) გამოიწვევს ახალი ვარსკვლავეის დაბადებას. ყვითელი წერტილი აჩვენებს მზის ადგილმდებარეობას 






23.ჩვენგან ახლომდებარე (მზის შემდეგ) ვარსკვლავთან (კენტავრი)დაშორება _ 4,24 სინათლის წელია






24.მზის სისტემის ყველა პლანეტა თავისუფლად განთავსდებოდა პლანეტა იუპიტერის შიგნით 


25.ღია კოსმოსში პირველი გასვლის ხანგრძლივობამ (ალექსეი ლეონოვი) 12 წამი შეადგინა




26.ორბიტული სადგური “Мир” ორბიტაზე გავიდა 1986 წლის 20 თებერვალს. ამ სადგურის მთელი არსებობის ისტორიაში , მასზე იმყოფებოდა 135 ადამიანი 11 ქვეყნიდან და 14 ტონაზე მეტი სხვადასხვა სამეცნიერო აპარატურა.
სადგური “Мир” საერთო მასა _ 36 ტონაზე მეტია.






27.ერთი ”წლის” ხანგრძლივობა პლუტონზე _ 247.7 დედამიწის წელია





28.მთვარის ყველაზე დიდ კრატერს, რომელიც დედამიწიდან ჩანს, ეწოდება ”სიკვდილის ველი”. მისი ფართობი დაახლოებით 26 000 კვადრატული მილია.






29.ყველაზე ცხელი პლანეტაა _ ვენერაა. იგი ღერძის ირგვლივ საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალებს – დაახლოებით 243 დედამიწის დღე-ღამე, – მეტი , ვიდრე მზის გარშემო ( 224,7 დღე-ღამე), ამიტომაც ვენერაზე ”დღე-ღამე” წელიწადზე გრძელია.





30.მზის ზედაპირის ფართობი, ზომით საფოსტო მარკისა ანათებს ისეთივე ენერგიით , როგორც 1 500 000 სანთელი.











წყარო: ucnauri.com



რა არის მზე

                                                                                    მზე






მზე
ძირითადი მონაცემები
საშუალო დაშორება
დედამიწისგან 1 496 000 000 მ
(8,317 სინათლის წუთი)
სპექტრალური კლასი G2V
ფიზიკური მონაცემები
საშუალო დიამეტრი 1 392 000 კმ[1]
(დედამიწის 109 დიამეტრი)
ეკვატორული რადიუსი 695 500 კმ[2]
ეკვატორის სიგრძე 4 379 000 კმ[2]
ასაკი 4.57 მილიარდი წელი [3]
ფოტოსფეროს შემადგენლობა მასის მიხედვით
წყალბადი 73,46 %
ჰელიუმი 24,85 %
ჟანგბადი 0,77 %
ნახშირბადი 0,29 %
რკინა 0,16 %
გოგირდი 0,12 %
ნეონი 0,12 %
აზოტი 0,09 %
სილიციუმი 0,07 %
მაგნიუმი 0,05 %







მზე — მზის სისტემის უდიდესი და ერთადერთი ვარსკვლავი. მზის ირგვლივ ბრუნავენ მზის სისტემის სხვა ობიექტები - პლანეტები და მათი თანამგზავრები, ჯუჯა პლანეტები და მათი თანამგზავრები, ასტეროიდები, მეტეორიტები, კომეტები და კოსმოსური მტვერი. მზის მასა არის მზის სისტემის მასის 99,8 %. მზის გამოსხივების მეშვეობით დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე (ფოტონები საჭიროა ფოტოსინთეზის საწყისი ეეტაპისთვის). მზე შედგება წყალბადისგან (მასის 73 % და მოცულობის 92 %), ჰელიუმისგან (მასის 25 % და მოცულობის 7 % ) და სხვა ელემნტებისგან - რკინისგან, ნიკელისგან, აზოტისგან, გოგირდისგან, ჟანგბადისგან, აზოტისგან, მაგნიუმისგან, ნეონისგან, კალციუმისგან და ქრომისგან.. სპექტრალური კლასიფიკაციით მზე მიეკუთვნება G2V ტიპს («ყვითელი ჯუჯა»). მზის ტემპერატურა შეადგენს 5505 °C (5778°K) მზის ლაქების ტემპერატურა 4000 °C -ია, სპექტრის ანალიზის და თეორიული გამოთვლების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 700 000 °C -ია. ამის გამო მზე თეთრად ანათებს, მაგრამ დედამიწის ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე ტალღების შთანთქვის გამო დედამიწის სიახლოვეს მზის სხივი მოყვითალოიერს იღებს.

მზის სპექტრი შედგება იონიზირებული და ნეიტრალური მეტალებისგან და შეიცავს იონიზირებად წყალბადს. ჩვენს გალაქტიკაში - ირმის ნახტომში - 100 მილიონზე მეტი G2 კლასის ვარსკვლავია. ამავდროულად ჩვენი გალაქტიკის 85%-ზე მეტი ვარსკვლავი მზეზე ნაკლებად კაშკაშაა (თავის უმრავლესობაში წითელი ჯუჯები). როგორც ვარსკვლავთა უმრავლესობა, მზე ქმნის ენერგიას თერმობირთვული სინთეზის მეშვეობით. მზიდან დედამიწამდე სინათლის სხივი 8 წთ და 19 წმ ( 499 წ )უნდება მოსვლას.

მზე მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრიდან 26 000 სინათლის წლის მოშორებით და ბრუნავს მის ირგვლივ. ერთ შემობრუნებას გალაქტიკის ირგვლივ ესაჭიროება 225—250 მილიონი წელი, დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით.



წყარო : wikipedia.com














პოსტში შეგიძლიათ დაათვალიეროთ საინტერესო სურათების ნაკრები










































































პლანეტები 











1. მერკური ყველაზე ახლო მყოფი დედამიწასთან:






მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო. მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა. მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა. პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია – ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.

2. ვენერა “წითელი პლანეტა”









ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია. ვენერას ზედსართავი სახელი “ვენერიულია”, თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს “სითერიული”, რომელიც მომდინარეობს “სითერეა”-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470C-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი – კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით. ვენერას წელიწადი დედამიწის 7.5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია – მისი პედიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის.მზის ირგვლივ ორბიტაზე 35020 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი 12104 კმ -ია. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს ასრულებს 7 თვესა და 12 დღეში. აფელიუმში მზიდან 108 942 109 კმ -ით ( 0.728 231 28 ა.ე.) არის დაშორებული, პერიფელიუმში 107 476 259 კმ -ია ( 0.718 432 70 ), საშუალო მანძილი არის 108 208 930 კმ ( 0.723 332 ). ვენრას ორბიტა თითქმის წრეა, ექსცენტრისიტეტი 0.0068 უდრის. მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. სამწუხაროდ, პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგური მალე დაიწვა. ვენერას ატმოსფეროს ტემპერატურა 462 °C ( 735 °K ). წნევა 93 ატმოსფერო ( 9.3 მპა ). ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება. მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.

3. დედამიწა სიცოცხლის “ბუდე”














ფიზიკური მახასიათებლები ეკვატორიული რადიუსი 6378,14 კმ პოლარული რადიუსი 6356,78 კმ რადიუსი 6371,3 კმ ეკვატორის გარშემოწერილობა 40 075 კმ მოცულობა 1,0832×1012 კმ3 მასა 5,9737×1024 კგ სიმკვრივე 5,515 გ/სმ3 ზედაპირის ფართობი 510 065 700 კმ2 გრავიტაცია ეკვატორიულ ზონაში 9,766 მ/წმ2 ანუ 1 g მეორე კოსმოსური სიჩქარე 11 180 მ/წმ ბრუნვის სიდერული პერიოდი 23,934 სთ. ორბიტისადმი ეკვატორიული დახრილობა 23,45° ზედაპირის ტემპერატურა უმც. საშ. უდ. 185 °K 287 °K 331 °K ატმოსფერული წნევა ზედაპირთან 101,325 კპა ორბიტული მახასიათებლები საშუალო მანძილი მზიდან 149 597 890 კმ (1,0 ა.ე.) პერიჰელიუმი 147 100 000 კმ აფელიუმი 152 100 000 კმ სიდერული ორბიტალური პერიოდი 365,24 მიწიური დღე საშუალო ორბიტალური სიჩქარე 29 785,9 მ/წმ ორბიტის გაწელილობა 0,01671022 ეკლიპტიკის სიბრტყისადმი ორბიტის დახრილობა 0,00005° ორბიტის გარშემოწერილობა 924 375 700 კმ თანამგზავრი 1 (მთვარე) ატმოსფეროს მოცულობითი შედგენილობა აზოტი N2 78,11 % ჟანგბადი O2 20,953 % არგონი Ar 0,934 % ნახშირორჟანგი CO2 ცვალებადი: 0,01-0,1 % წყალი (ორთქლი) H2O ცვალებადი: 0-7 % ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა. XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინრნტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე – პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა კონტინენტები (ინდოეთისა და ატლანტის).

სიცოცხლის წარმოშობა



სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა.

4. მარსი










მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს – ფობოსი და დეიმოსი – მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს. პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე. მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით. პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან. პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში – მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი. დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პალეტეზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე – 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის. 2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.). ასეთი მიახლოება იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 57 617 წლის 12 სექტემბერს. იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0°C-დან 30°C-მდე მერყეობს ეკვატორზე. 2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
















წყარო:ucnauri.com